კონსალტინგის ინსტიტუტი

Tallinn - Moscow - Tbilisi

HCAD - ტექნოლოგია ადამიანებისათვის და ადამიანებზე

HR პროგრამა შეიძლება გამოყენებულიქნას , როგორც კანდიდატების დისტანციური ანალიზის დროს, ასევე მასიური შერჩევისას. ყველა მონაცემი ინახება სისტემაში და შესაძლებელია მათი გაანალიზება. ნებისმიერი გუნდის წარმატება დამოკიდებულია საკვანძო მოთამაშეზე. თუ პერსპექტიული ორგანიზაცია აჩვენებს არაფრისმომცემ შედეგებს, ესე იგი დროა ადამიანურ რესურსებზე გამახვილდეს განსაკუთრებული ყურადღება.
ავტომატიზირებულ პროგრამა HCAD -ს საფუძვლად დაედო კომპანია InstCons მრავალწლიანი შემუშავებები მართვის გადაწყვეტების ოპტიმიზაციის მიმართულებით თანამშრომლებთან მუშაობისას.
ეს არის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც მოთხოვნადია კონსალტინგური კომპანიების მიერ როგორც ბაზა საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებისათვის, ასევე ფრენჩაიზინგული კომპანიების, მცირე , საშუალო და მსხვილი ბიზნესის მიერ არის მოთხოვნადი. პროგრამა შესაძლებელია დაინერგოს უშუალოდ საწარმოში არსებულ ნებისმიერ მიმართულებაში.
HCAD გაწევს შეუცვლელ დახმარებას სტრატეგიული საკადრო პოლიტიკის დაგეგმვაში და 4 უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტაში:
1. არსებული კოლექტივის პოტენციალის განვითარება;
2. რეკრუტინგი და შედეგიანი თანამშრომლების არჩევა;
3. მუშაობა კოლექტივის შიდა არაფინანსურ მოტივაციასთან;
4. ეფექტურობის შეფასება და გაყიდვების განყოფილების თანამშრომლების მუშაობის ორგანიზაცია. პროგრამა HCAD განსაკუთრებულობა
HCAD წარმოადგენს კონსტრუქტორს ტესტების ფორმირებისათვის კონკრეტული პროფესიონალური კომპეტენციების, ორგანიზაციის სპეციფიკის, მმართველობის სტილის, დასმული ამოცანების და სხვა მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით.
ორგანიზაციის ტესტირება და რეკომენდაციების მომზადება ხდება 1 დღის განმავლობაში.
პროგრამა არამარტო აანალიზებს თანამშრომლების პორტრეტებს, არამედ იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს მათი განვითარების და პერსპექტივის მიმართულებით.
HCAD პირველად მოხერხებულად წყვეტს ხელმძღვანელისა და თანამშრომლის ურთიერთქმედებისა და უერთერთგაგების ამოცანებს.
გვეხმარება, რომ თვალყური ვადევნოთ ხელმძღვანელების მუშაობას თავიანთ თანამშრომლებთან, ყველა დონეზე მართვის ხელმძღვანელობის უნარჩვევების განვითარებაში და მთელი ორგანიზაციის კოლექტივის შიდა ლოიალურობის ამაღლებაში.
სისტემა არ საჭიროებს პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, მომსახურებას და განახლებას. მოსახერხებლად სისტემატიზირებული მონაცემები ინახება სერვერზე და საიმედოდ არის დაცული. მათთან წვდომა ხორციელდება სპეციალურად გენერირებული პაროლების მეშვეობით ნებისმიერი კომპიუტერიდან. ინტერფეისი ასევე ადაპტირებულია პლანშეტებსა და სმარტფონებისათვის.
HCAD -გამოყენება ძალზე მოსახერხებელია ანალიზის ჩატარებისას ან / და დისტანციური შერჩევისას მრავალი ფილიალის მქონე და დიდ ორგანიზაციებში. საშუალებას აძლევს HR სამსახურს დისტანციურად მოახდინონ ანალიზი და დაარეგულირონ სიტუაცია კომპანიასა და მის ფილიალებში. პროგრამასთან მუშაობა პარტივი და ინტუიციურად გასაგებია, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ხელმძღვანელებისათვის, რომელთაც არ აქვთ სპეციალური სოციალურ-ფსიქოლოგიური განათლება.

2012-06-12