კონსალტინგის ინსტიტუტი

Tallinn - Moscow - Tbilisi

ახალი ვერსია  და HCAD უნიკალური შესაძლებლობები

HCAD -რეკრუტინგის პლატფორმა, შედგება გადაწყვეტილებებისაგან, რომელესაც არ აქვს ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში, მაგრამ დიდი ხანია მოთხოვნადია HR სპეციალისტების მიერ. პროგრამის ფუნქციონალს დაემატა ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ და სრულყოფილს ხდიან რეკრუტინგის პროცესს.
ახლა ყველა თქვენი პერსონალის შერჩევაზე მიმართული პროექტი მოსახერხებელად ნაწილდება ქვეგანყოფილებების მიხედვით. ახალი ვაკანსიის შექმნისას თქვენ უბრალოდ უთითებთ საჭირო ქვეგანყოფილებას და შემომავალი რეზიუმეები ნაწილდებიან ავტომატურად. ვაკანსიისა და შესაბამისი ანკეტის შექმნის შემდეგ (რომელსაც ან თავად მოამზადებთ, ან გამოიყენებთ უკვე მზა ვარიანტებს) გენერირდება სპეციალური კოდი. ამ კოდის მიმაგრება შეიძლება თქვენი კომპანიის საიტზე, რის შემდეგაც მასზე გამოჩნდება კომპაქტური ბლოკი, რომელიც საშუალებას მისცემს მაძიებლებს ღილაკზე დაჭერით გადავიდნენ ანკეტის შევსებაზე.
შეკვრა რეზიუმეების ნაცვლად, რომლიდანაც საჭირო ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, თქვენ იღებთ ანკეტირების სისტემატიზირებულ შედეგებს. მათი ფორმატი ნათლად წარმოგიდგენთ კანდიდატების ხარისხს და მათ შორის შედარების შესაძლებლობას გაძლევთ.
მიღებული მონაცემებისაგან ფორმირდება არქივი. მისი საშუალებით შესაძლებელია გაკეთდეს HR განყოფილებების მთელი ისტორიის ანალიზი, აღმოიფხვრას რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული შეცდომები განყოფილებებში სადაც არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებია.
HCAD პლატფორმის შემქმნელების გუნდი მოხარულია წარმოგიდგინოთ პროდუქტიულობის ამაღლების ხელსაწყო, რომელიც გახდება შეუცვლელი, როგორც მცირე საწარმოების მუშაობაში, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისათვისაც და ასევე ადმინისტრაციული ერთეულებისთვისაც.
მისი ღირებულება ისევე უპრეცედენტოა, როგორც თავად შინაარსი და შეადგენს 10 € თვეში. ამ შემოთავაზების დეტალების გაგებას და HCAD -ის სხვა შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ჩვენს მენეჯერებთან.

2013-06-01