კონსალტინგის ინსტიტუტი

Tallinn - Moscow - Tbilisi

პორტალი Jobsstaff

თუ თქვენ ხართ HR სპეციალისტი, სავარაუდოდ თქვენ გადატვირთული ხართ ერთფეროვანი რუტინული სამუშაოთი, თქვენი კომპანიის თანამშრომლობა ვაკანსიის საიტებთან კი უფრო მეტად გავს დამოკიდებულებას. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლების ძიება პროდუქტიული გახადოთ და მოახდინოთ ძალების ეკონომია უფრო საჭირო ამოცანებისათვის!
Instcons –ის გუნდის სპეციალისტებმა კონსალტინგის სფეროში, მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩაატარეს კვლევა და შეიმუშავეს გადაწყვეტები, რომლებიც საშუალებას იძლევიან შემცირდეს დროისა და რესურსების ხარჯვა ვაკანსიების საიტებზე და მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული კომპანიის უკვე არსებული რესურსები.
თქვენ გაქვთ სამი წყარო, საიდანაც შეიძლება კანდიდატების განცხადებების მიღება:
1. საკუთარი საიტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება არასაკმარისად ეფექტურად. როგორც წესი, ვაკანსიები არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სახით, რეზიუმეს რეგისტრაციის სისტემა არ არის ერთიან ბაზაში ავტომატიზირებული. იმ დროს, როდესაც კომპანიის საიტიდან შედიან უმეტესად მიზნობრივი კანდიდატები, რომლებმაც იციან სად უნდა დაიწყონ მუშაობა.
Jobsstaff –ის სპეციალური მოდულის გამოყენებით, ვაკანსიები საიტზე გამოქვეყნდება ავტომატურად. მაძიებლები ერთი დაჭერით გადავლენ იმ ფორმების შევსებაზე, რომელთა შეგროვებაც მონაცემთა ერთიან სისტემატიზირებულ ბაზაში ხდება. ყველაფერი ძალიან მარტივი, სწრაფი და თვალსაჩინოა.
2. ვაკანსიების საიტებიდან თქვენ იღებთ სხვადსხვა სახის რეზიუმეებს სხვადასხვა ფორმატში, რის სისტემატიზირებასა და ანალიზს ჭირდება უამრავი დროის ხარჯვა.
ყველაფერი გაცილებით მარტივია Jobsstaff -თან ერთად! კანდიდატებისათვის საკმარისია გადავიდნენ ბმულზე, რომელსაც თქვენ უთითებთ ვაკანსიაში და ისინი მაშინვე ხვდებიან თქვენს მიერ კონსტრუირებულ ფორმებში, რომლებიც შედგება, შესავსებად აუცილებელი ან/და სასურველი ველებისაგან (რომლებსაც ადგენთ თქვენ). სწორად შევსებული მონაცემები ერთიან ფორმაში იყრის თავს თქვენს ბაზაში. ყველა ახალი ვაკანსიისათვის არის საკუთარი ბმული - რეზიუმეები სორტირდება ავტომატურად, ხდება დროისა და ძალის ეკონომია.
3. სოცქსელები - ეს ის ადგილია, სადაც თქვენს აუდიტორიას დიალოგში შესვლის საშუალება აქვს, მაგრამ რატომღაც ეს დიალოგი იგება ყიდვა/გაყიდვის ჭრილში.
Instcons -ის გუნდის აზრით, სოციალური ქსელები - ეს ის ადგილია სადაც თქვენზე რეაგირებს აუდიტორია, რომელსაც უკვე გააჩნია სიმპატია თქვენი ორგანიზაციის მიმართ და სწორადაც, რომ სოციალური ქსელებშია საჭირო გამოქვეყნება სამსახურის შეთავაზების შესახებ. დააკოპირეთ Jobsstaff -ში ფორმირებული ბმული ვაკანსიის შესახებ და შეავსეთ თქვენი ბაზა მაღალლოიალური მაძიებლებით.
რა სიხშირით ავსებთ მაძიებლების მოძიების არხებს? კომპანიის უმრავლესობა მუშაობს ერთი ჩვეული სქემის მიხედვით, მაგრამ რაც მეტია აუდიტორია, მით მეტად ღირსეული კანდიდატურებია თქვენს განკარგულებაში.

2015-05-09